კოსტავას 12 ნომერში სასტუმრო "გუცას" შენობა იწვის. ამ წუთებში შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. ცეცხლის ალი შენობის სახურავიდან ამოდის.
ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ხანძრის გამო კოსტავას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნახევრად პარალიზებულია.