17 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება - ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს განიხილავენ. მათ შორის განსახილველი ტატუნაშვილი-ბაშარულის სასტიკი მკვლელობა და ადამიანების გატაცებების ფაქტები იქნება.

წინა შეხვედრიდან დღემდე, 1-თვიან პერიოდში, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცების 10 ფაქტი დაფიქსირდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ხურვალეთში მომხდარ მოვლენებზე კომენტარი არ გააკეთა.  ირაკლი ანთაძემ სოფელში გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით საკითხის დასაზუსტებლად დრო ითხოვა.

„მთავარი ყურადღება კვლავ გამახვილდება არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი წამებისა და მკვლელობის ფაქტზე. ვისაუბრებთ დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ უკანონო, ე.წ.  ბორდერიზაციის შემთხვევებს. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისათვის თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებს,“- განაცხადა ანთაძემ.

დღის ამბები