მართლმადიდებელი ეკლესია 40 სებასტიანელის მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, პარაკლისი წმინდა ორმოცი სებასტიანელის სახელობის ტაძარში გადაიხადა. ამის შემდეგ ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს 40 სებასტიანთა მოწამეთა. ეს არის მაგალითი დიდი სარწმუნოებისა, დიდი მოთმინებისა და იმათი ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. დალოცვილი იყავით, ჩვენთან არს ღმერთი!“- თქვა პატრიარქმა.