17 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
240 კილო ვადაგასული ხორცი - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს. შემოწმების შედეგად სააგენტოს თანამშრომლებმა 240 კილოგრამზე მეტი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს. ასევე, აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

ბიზნეს ოპერატორებს ფულადი ჯარიმა დაეკისრათ. 1 ტონამდე ამოღებული ვადაგასული ხორცი დაილუქა შემდგომი განადგურების მიზნით.

 

დღის ამბები