17 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
კოსტავას ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

კოსტავას ქუჩის 12 ნომერში ხანძარი ლოკალიზებულია. მოძრაობა აღდგა თბილისის ცენტრალურ გამზირზეც.

ცეცხლი კოსტავას ქუჩაზე დღის 12:00 საათზე სასტუმროს შენობის სხვენში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 250 კვადრატული მეტრის ფართობია დამწვარი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

სასტუმროსა და მის მიმდებარედ განლაგებული სახლებიდან ხალხის ევაკუაცია დროულად მოხერხდა. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მუშაობდა. ადგილზე  სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც იმყოფებოდნენ.

 

დღის ამბები