17 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
დანგრეული გზები აჭარისა და გურიის სოფლებში - მოწესრიგებულია მხოლოდ ის მონაკვეთი, სადაც ივანიშვილის ხეები გადააქვთ

დანგრეული გზები, სადაც ადგილობრივებს გადაადგილება უჭირთ - აჭარისა და გურიის სოფლებში ამბობენ, რომ ყველაზე დატვირთულ მონაკვეთებზე მოძრაობა უსაფრთხო არ არის. დიდი მოცულობის ავტომობილების გადაადგილების გამო კი მათი სახლები ინგრევა.

დაბა ლაითურის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ცენტრამდე მისასვლელი გზა განადგურებულია და აქ მანქანით გავლა თითქმის, შეუძლებელია, თუმცა  მოწესრიგებულია სოფელთან მისასვლელი ის მონაკვეთი, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გადასარგავი ხეები გადააქვთ. ამ გზით მხოლოდ მისი კომპანია სარგებლობს.

ლაითურის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ხეებისთვის განკუთვნილი გზა არა ბიძინა ივანიშვილის ხარჯით, არამედ ბიუჯეტის თანხით კეთდება.

დანგრეული გზა ადგილობრივებისთვის კიდევ რამდენიმე პრობლემას ქმნის. დიდი ზომის ავტომობილების მოძრაობის გამო შენობები ირყევა და კედლების იბზარება.

ლაითურს გარდა მსგავსი პრობლემაა დაბა ნაროჯაში, სოფელ ცეცხლაურსა და ყველა იმ სხვა დასახლებაში, რომლებიც აჭარიდან და გურიიდან შეკვეთილის რეზიდენციამდე მიმავალ გზაზე მდებარეობს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრიორიტეტი ხელისუფლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ხეებია და არა ადგილობრივების ინტერესები. ამ დროისთვის გურიიდან შეკვეთილის რეზიდენციაში სამი კანფეტის ხე გადააქვთ.

ოზურგეთის მერიაში ამბობენ, რომ ლაითურში გზების საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება.

ავტორი: ლადო მენაბდე.

 

 

დღის ამბები