საპროტესტო აქცია იმერეთში - სოციალური მუშაკები გაიფიცნენ. ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობასთან შეიკრიბნენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისათვის ეფექტური და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვენ. სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ აუცილებელია თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდოს.
აქციის მონაწილეებს საია-ს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
მასშტაბური აქციები იმართება თბილისში და ასევე ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.
შეგახსენებთ, რომ სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყეს, თუმცა მედიაციის თვენახევრიანი პროცესი უშედეგოდ დასრულდა.