კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის" მედიას ის საკითხები და მოსაზრებები გააცნო, რომლებიც მათ ვენეციის კომისიას გაუზიარეს. საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეთა წარდგენისა და შერჩევის თაობაზე.
კოალიციის წევრების თქმით, კობახიძის ინიციატივა ქვეყნისთვის დამაზიანებელია და იმედოვნებენ, რომ ვენეციის კომისია გაეცნობა არსებულ რეალობას და სასამართლოში არსებულ ვითარებას მხედველობაში მიიღებს.