საქალაქო სასამართლოში ჯეკ შეპარდის ექსტრადირების საკითხზე იწყება მსჯელობა. როგორც მისი უფლებადამცველი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, შეპარდის მდგომარეობა ძალიან ემოციურია და ის კვლავაც ფიქრობს, რომ დიდ ბრიტანეთში საფრთხე ემუქრება. თუმცა ადვოკატის განცხადებით, შეპარდი შესაძლოა თავად დაეთანხმოს ექსტრადირებას. რადგან ბრიტანეთი სააპელაციო ინსტანცია საქმის განხილვას იწყებს და სურს თავადაც დაესწროს პროცესს.
„დამაჯერებლად ამბობს, რომ მას ელოდება საფრთხე გაერთიანებულ სამეფოში. მას ჰქონდა ცრემლიანი საუბარი, ძალიან ემოციური საუბარი. ის ბრიტანული მედიის და საზოგადოების დამოკიდებულებიდან გამომდინარე თავს ნამდვილად არ გრძნობს ადამიანად. დღეს კიდევ ერთხელ ველოდებით, არ არის გამორიცხული, რომ მან პოზიცია შეიცვალა ღამის განმავლობაში, იმიტომ, რომ საკმაოდ ემოციურ ფონზე დავტოვე. ყველაფრიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ მას სურს სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღოს, იგი ეთანხმება ამ ექსტრადაციას, თუმცაღა თქვა, რომ „არ გამოვრიცხავ, რომ პოზიცია შევიცვალოო,“- განაცხადა კუბლაშვილმა.
ბრიტანეთის სასამართლომ ჯეკ შეფარდს შარლოტა ბრაუნის არა განზრახ მკვლელობისთვის 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, გადაწყვეტილება კი, შეფარდის ოჯახმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.