17 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შვიდი მოქალაქის ნეშტი მათ ოჯახებს გადაეცა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შვიდი მოქალაქის ნეშტი მათ ოჯახებს გადაეცა. მათ სამარხებს წითელმა ჯვარმა 2017 წლის ოქტომბერში მიაკვლია, გახსნა და გადმოსვენების პროცედურა დაიწყო. პროცესში ჩართული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. ნეშტები ოკუპირებული რეგიონიდან 19 მარტს გადმოასვენეს, რის შემდეგაც სათანადო ექსპერტიზა ტარდებოდა მათი იდენტიფიცირების მიზნით.

ერთ-ერთი დაღუპულის ნათესავი თამთა დემურიშვილი აცხადებს, რომ მან სხვადასხვა სტრუქტურებს არაერთხელ მიმართა.

განცხადება გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. ქეთევან ციხელაშვილმა ომის დროს გარდაცვლილთა გადმოსვენების პროცესს, ტრაგიკული და მტკივნეული უწოდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობის მქონე პროცესი. რა თქმა უნდა არის ძალიან მტკივნეული იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდ ტრაგედიაზე, ტკივილზე, რომელიც არ ნელდება, მაგრამ ოჯახებისათვის იმის ცოდნა თუ სად არიან მათი ახლობლები დასაფლავებულნი და შესაძლებლობა, რომ გამოხატონ ამ ფორმით და ღირსეულად ის ტკივილი, რომელიც თან ახლავს მით უფრო შეიარაღებული კონფლიქტის დროს ახლობლების დაკარგვას, ძალიან მნიშვნელოვანი არის,“ - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

დღის ამბები