სოციალური მუშაკების აქცია ქუთაისში - გაფიცული თანამშრომლები ჯერ უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი სოციალურ სამსახურთან გადაინაცვლეს. სოცმუშაკები მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით გაფიცულები არიან. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, რეალურ ბერკეტებს ითხოვენ იმ ადამიანთა დასახმარებლად, ვისაც მათი თანადგომა სჭირდებათ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ ისინი არაპროფესიონალებით ჩაანაცვლეს.
საპროტესტო აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
საქართველოს ათასობით მოქალაქე, რომელიც ოჯახური ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლია და რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება დაცვა, მეორე დღეა სათანადო ყურადღებისა და დახმარების გარეშეა დარჩენილი.
ჯანდაცვის სამინისტრო კი კომპრომისზე არ მიდის და ამბობს, რომ გაფიცულ სოციალური მუშაკებს დროებით სხვა თანამშრომლებით ჩაანაცვლებენ.