17 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
გაფიცვის მეორე დღე - სოციალური მუშაკების მოვალეობებს სხვა პროფესიის ადამიანები და შტატგარეშე თანამშრომლები ასრულებენ

სოციალური მუშაკების გაფიცვის მეორე დღე და სათანადო ყურადღებისა და დახმარების გარეშე დარჩენილი საქართველოს ათასობით მოქალაქე -  „კურიერის“ გადამღები ჯგუფი, სოციალური მომსახურების სააგენტოს რამდენიმე რაიონულ ოფისს ეწვია. სოც.მუშაკების შესაცვლელად ჯანდაცვის სამინისტრომ შტატგარეშე და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს უხმო. 

სოციალური მომსახურების სააგენტოებში ირწმუნებიან, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვის გამო, სოციალური სააგენტოებში მუშაობა შეფერხებული არ არის.

სააგენტოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ბენეფიციარების განცხადებებს კანცელარიის თანამშრომლები იბარებენ, გადაუდებელ შემთხვევებსა და გამოძახებებზე კი კრიზისული ჯგუფები რეაგირებენ, რომლებიც სპეციალურად შეიქმნა.

ერთ-ერთი ცენტრის თანამშრომლის თქმით, ამ რეჟიმში მუშაობა მანამდე გაგრძელდება, სანამ სოც.მუშაკების აქცია არ დასრულდება.  

„კანცელარია იღებს საბუთებს, გამოყოფილია ამისთვის სპეციალურად თანამშრომელი, მომაგრებულია სამინისტროდანაც წარმომადგენელი და ჩვეულებრივად ვიღებთ დოკუმენტებს. გადაუდებელი შემთხვევებისთვის შექმნილია კრიზისული საბჭოები და იმ საბჭოს წევრები მოახდენენ რეაგირებას. მიმდინარე საქმეები, რისი გადადებაც შეიძლება, დროებით გადადებულია, რისი გადადებაც არ შეიძლება, კრიზისული საბჭოს წევრები მიიღებენ ამ ყველაფერში მონაწილეობას,“ - განაცხადა სოც სააგენტოს თანამშრომელმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები