17 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
„იარაღი დაადო ოპერატორებს და თანხას ითხოვდა... სასხლეტსაც გამოჰკრა" - ყაჩაღობის მცდელობა თბილისის ცენტრში

„იარაღი დაადო ოპერატორებს და თანხას ითხოვდა და დანარჩენი არ ვიცი, მალე მოვიდა კრიმინალური და ვნახოთ ახლა გამოძიება,“ - ასე იხსენიებს ერთ-ერთი თვითმხილველი ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში მომხდარ ყაჩაღობის მცდელობას. 

ცოტა ხნის წინ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია Herbalife-ში, ძარცვის მცდელობა იყო.

უცნობი პირი მაღაზიაში იმ დროს შეიჭრა, როდესაც შენობაში თანამშრომლები იმყოფებოდნენ. 

თვითმხილველთა თქმით, ნიღბიანმა მამაკაცმა იარაღის მუქარით თანხის გამოძალვა სცადა. როგორც ჰერბალაიფის თანამშრომლები ყვებიან, ერთ-ერთ მათგანს თავზეც კი მიადო იარაღი. მამაკაცმა სასხლეტსაც გამოკრა თითი, თუმცა, იარაღმა არ გაისროლა.

როგორც ცნობილია, წაღებული არაფერი არ არის.

ამ დროისთვის, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

 

 

 

დღის ამბები