17 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
ქუთაისში მაშველებმა 11 წლის ბიჭი გადაარჩინეს

ქუთაისში მაშველებმა 11 წლის ბიჭი გადაარჩინეს. მათ ბავშვი მდინარე რიონიდან უვნებლად გამოიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, არასრულწლოვანი მდინარეში იყო შესული, როცა წყალი მოულოდნელად მოვარდა. ბავშვი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ქუთაისის 3 მეხანძრე-მაშველი. 

დღის ამბები