თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მომხდარი ავარიის გამო ერთი ადამიანი დაშავდა, ერთი მანქანა კი დაიწვა.
შსს-ს ინფორმაციით, მანქანა მაგისტრალიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის ჩაქრობა მეხანძრეებმა მალევე შეძლეს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.