სასტიკი მკვლელობა ხადას ხეობაში - სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ვერდიქტი კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გუშინ გამოუტანეს და იგი ერთხმად ცნეს დამნაშავეს. სწორედ მსაჯულების გადაწყვეტილება გაიზიარა დღეს მოსამართლემ.
შეგახსენებთ, რომ 12 მსაჯული სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდა. მათ სრული დრო გამოიყენეს. 19 წლის მწყემსს ბრალი წარდგენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, გაუპატიურებისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობისთვის.
სმიტების ოჯახის მკვლელობა ხადას ხეობაში 2018 წლის ივლისში მოხდა.