ქუთაისში სოციალური მუშაკების საპროტესტო აქცია გრძელდება. გაფიცულები სოციალური მომსახურების იმერეთის სააგენტოს შენობის წინ შეიკრიბნენ. სოციალური მუშაკები რამდენიმე მთავარი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ, მათ შორისაა სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ხელფასის მატება, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება.
საპროტესტო აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ასევე ბენეფიციარები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები ქუთაისის მერს შეხვდნენ და მოთხოვნები გააცნეს.