საზოგადოებამაც უნდა გაკიცხოს ეს საქციელი, იმიტომ რომ პირადი ცხოვრება დაცული ღირებულებაა - ასეთია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანი გამოხმაურება, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე.
მინისტრი ამბობს, რომ ისღა დარჩენია ქართულ საზოგადოებას თავად დავიცვათ ერთმანეთის პირადი ცხოვრების უფლება. მინისტრი ამბობს, რომ არ უნდა იწვევდეს საზოგადოების უკმაყოფილებას ის ფაქტი, რომ გამავრცელებლების დაკავება ხდება.
"პირი ვისზეც ეჭვი არსებობს, რომ ღამით მან გაავრცელა ეს კადრები დაკავებულია. ეს არის დანაშაული და საზოგადოებამაც გაკიცხოს ეს საქციელი იმიტომ, რომ პირადი ცხოვრება არის დაცული ღირებულება, ამას იცავს კონსტიტუცია, ამას იცავს ჩვენი კანონი. ისღა დაგვრჩენია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება დავიცვათ. როდესაც არ ხდება ამის დაცვა ინდივიდების მიერ იქ უკვე ერევა საგამოძიებო ორგანო ხდება დაკავება, ხდება სისხლის სამართლებრივი დევნა და ეს არ უნდა იწვევდეს რაიმე სახის უკმაყოფილებას,"-განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოზარდი,რომელიც სამართლდამცველებმა გუშინ გვიან ღამით აიყვანეს, სამართალდამცველი უწყების ინფორმაციით, კადრების გავრცელების პირველწყარო იყო.