ბექა ხახუბიას საქმე - პატრულ-ინსპექტორ ზურაბ რუსიშვილს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო პატრულ-ინსპექტორს გია სადაღაშვილს 2 წლითა და 6 თვით მიესაჯა.
გახმაურებულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა დღეს გამოაცხადა.
რაც შეეხება ათმეთაურ ნუკრი ხაბელაშვილს, რომელსაც პროკურატურა სამსახურებრივი უფლებების გადამეტებას ედავებოდა, მოსამართლემ ის წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.
ბრალდების მხარე განაჩენით უკმაყოფილოა და სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.