17 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
ქურდობების სერია გლდანულაში - გატეხილია პროკურორის მოადგილის ავტომობილი

ქურდობების სერია გლდანულაში - ბოლო რამდენიმე დღეა ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაშია. მათი ინფორმაციით, მხოლოდ გასულ ღამეს, გლდანულაში ოთხი ავტომობილია გაქურდული, ყველა მათგანი დაზიანებულია.

გლდანულაში მცხოვრები მოსახლეობის თქმით, ისინი თითქმის ყოველდღიურად ქურდობის მსხვერპლი ხდებიან. ბოლო დღეების კრიმინალური ქრონიკა ამ დასახლებაში ასე გამოიყურება - გატეხილია დაახლოებით 10 მანქანა, იყო მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობა, გაძარცვულია ლიფტი.

ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ გატეხილ მანქანებს შორის ერთი ავტომობილი პროკურორის მოადგილეს ეკუთვნის.

„ფანჯრებია ჩამტვრეული, გატეხილი იყო წინა მარჯვენა ფანჯარა. ასე თუ გაგრძელდა ამდენი "გარაჟებიც" არაა. პროკურატურის მანქანა არისო გატეხილი,“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი.

მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, ქურდობის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა.  

„მეათე კორპუსში იყო პოლიცია და აქაც მე-9 კორპუსშიც გაუქურდავთ მანქანები, რომ არ ვკეტავდით სახლს ხომ ახლა ურდულებით ვკეტავთ. იძახიან იქ გაიქურდა, იქ გაიქურდა, რამდენი ქურდობაა ვეღარ გავიგე,“-ამბობს ადგილობრივი.

შს სამინისტროს გლდანულაში მომხდარი ქურდობების ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებია. 

დღის ამბები