17 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
„დედაქალაქის მერს ჰგონია, რომ ტაქსების დისპეჩერად აირჩიეს და ე.წ. ტაქსი ფობია შეეყარა"-ლევან ხაბეიშვილი

ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს. აქცია პარალელურ რეჟიმში ორ ლოკაციაზე მიმდინარეობდა, თუმცა მძღოლებმა საკუთარი მანქანები რესპუბლიკის მოედანზე დატოვეს და თავად ფეხით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები ტაქსებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების 2025 წლამდე გადავადებას მოითხოვენ.

„ხელისუფლებას  ვთხოვთ აქციის მონაწილეები, რომ 50 ლარით შემოიფარგლოს ტაქსის ლიცენზია. 2025 წლამდე. მეორე მოთხოვნა ეს არის დროებით შეჩერდეს ტაქსების თეთრად გადაღებვა. ა და ბ კატეგორიებად დაყოფა და მესამე მოთხოვნაა მარჯვენა და მარცხენა საჭიან მანქანებს ორივეს ჰქონდეთ აღნიშნულ ვადამდე ტაქსის ლიცენზიის აღების საშუალება,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო სწორედ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, სადაც სამართალდამცავებმა ტაქსის მძღოლებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს. დაკავებულია აქციის ერთი მონაწილეც.

ტაქსების მძღოლების  აქციას სოლიდარობა გამოუცხადა ენმ-ს საკრებულოს წევრმა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით ტაქსის მძღოლებს დაუწესეს არანორმალური ვალდებულებები.

Image result for ლევან ხაბეიშვილი

„დედაქალაქის მერს ჰგონია, რომ ტაქსების დისპეჩერად აირჩიეს და ე.წ. ტაქსი ფობია შეეყარა ამ ადამიანს და მუდმივად ყველა მთავრობის სხდომაზე ლაპარაკობს იმაზე ახალი გადასახადი როგორ დაუწესოს  ტაქსებს,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.   

ამავე თემაზე
დღის ამბები