17 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
ქობულეთში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი აშენდება

ქობულეთში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი აშენდება. აჭარის მთავრობასა და კომპანია „Green Resort”-ს შორის საინვესტიციო შეთანხმება უკვე გაფორმდა.

პროექტში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, სხვადასხვა ზომის საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები, ველო ბილიკი, სარბენი ბილიკი, დასასვენებელი ზონები და სათამაშო მოედნები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის. პროექტი ასევე, 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს.

მწვანე ქალაქის პრეზენტაციას დღეს პრემიერ მინისტრი დაესწრო. მამუკა ბახტაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მწვანე ქალაქი მთელი საქართველოსთვის სავიზიტო ბარათი იქნება.

„ჩვენ ვსაუბრობთ ახალი მწვანე ქალაქის მშენებლობაზე, რომელიც გახდება სავიზიტო ბარათი მთელი საქართველოსთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ აჭარა გახდება ოთხ სეზონიანი კურორტი. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც იქნება ნამდვილი მარგალიტი მთელი შავი ზღვის აუზში, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სწორედ საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს, როგორც ლიდერი ქვეყანა ტურიზმში,“- განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები