17 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
სოფელ მუხაესტატეში მოსახლეობა ავარიული გზის მოწესრიგებას ითხოვს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში მოსახლეობა ავარიული გზის მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, სოფლის გზა მას შემდეგ დაზიანდა, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სათბურები გააკეთა. მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად გზა დაზიანდა.

ადგილობრივების განცხადებით, წვიმის დროს ტერიტორია იტბორება და გაუვალი ხდება. ამბობენ რომ ქობულეთის მერიას პრობლემის მოგვარების მიზნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ქობულეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ გზის რეაბილიტაცია დაგეგმილია, თუმცა სამუშაოების დაწყების კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. 

დღის ამბები