26 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
პროტესტი ინგუშეთის დედაქალაქში - დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა

ინგუშეთის დედაქალაქში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეებმა, რომლებიც რეფერნდუმის შესახებ კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, ტელევიზიაში შეჭრა სცადეს. სამართალდამცველებმა ხელკეტები გამოიყენეს და ისინი შენობას დააშორეს. აქციის მონაწილეებმა კი, ჯარისკაცებს ქვები და ბოთლები ესროლეს.

მომიტინგეების განცხადებით, მათ ტელევიზიის მეშვეობით რეგიონში არსებული ვითარების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სურდათ.

რეფერენდუმის შესახებ კანონი ინგუშეთის პარლამენტმა ერთი მოსმენით მიიღო, თუმცა ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტმა დოკუმენტი უკან გაიწვია. პროტესტის საბაბი ის გახდა, რომ კანონპროექტის თანახმად, საზღვრის შეცვლაზე რეფერენდუმის ჩატარება სავალდებულო აღარ იქნება.

აქცია მაგასში ორი დღის წინ დაიწყო. დემონსტრანტების მთავარ მოთხოვნად პრეზიდენტის გადადგომა რჩება.

დღის ამბები