17 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ქონების მითვისების სქემა - ვანო ჩარტიშვილს ჰიდროელექტროსადგურის მიტაცებაში ადანაშაულებენ

ბიძინა ივანიშვილის კარის ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის კიდევ ერთი სქემა, რითაც სხვისი ქონება მიითვისა - გიუნაშვილების ოჯახი ჩხარტიშვილს და მის „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“ ჰიდროელექტროსადგურის მიტაცებაში ადანაშაულებს.

დავის საგანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე ჰიდროელექტროსადგურია. „ტირიფონჰესი“, გიუნაშვილის მტკიცებით, მის მშობლებს ეკუთვნოდათ და დოკუმენტების გაყალბების შემდეგ, ბიზნესი სხვის ხელში აღმოჩნდა.

დაზარალებული ბიზნესმენი ამბობს, რომ ჩხარტიშვილის ბანკმა ჰესის ხელში ჩასაგდებად სპეცოპერაცია დაიწყო, დოკუმენტები გააყალბა და ოჯახს ერთადერთი ბიზნესი წაართვა. მრავალწლიანი დავის შემდეგ სასამართლომ ჰიდროელექტორსადგური გიუნაშვილებს მიაკუთვნა, თუმცა მალევე, ბანკმა გიუნაშვილებს ისევ უჩივლა, ეს დავაც გიუნაშვილებმა მოიგეს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდა.

გოჩა გიუნაშვილი ამბობს, რომ „ტირიფონჰესის“ ხელში ჩაგდების მიზნით გავლენიანმა ადამიანებმა ერთდროულად ხელისუფლების რამდენიმე შტო გამოიყენეს და სასამართლო დავების „აბსურდის თეატრს“ დაემსგავსა.

2010 წელს გიუნაშვილებს საგადასახადო დავალიანება დაუგროვდათ, თუმცა მოულოდნელად ბიუჯეტის ვალი - 120 ათასი ლარი ბანკმა გადაიხადა. ამის შემდეგ კი ბანკმა, საკუთარი ინიციტივით გადარიცხული ფულის გამო, გიუნაშვილები მოვალეთა რეესტრში ჩაწერა და ისევ სასამართლოში უჩივლა.

გოჩა გიუნაშვილის ბრალდების ადრესატი ჩხარტიშვილთან ერთად „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძეც არის. რადგან დავის განხილვას „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძე შეუდგა. საქმეში დევს დოკუმენტი, საიდანაც დგინდება, რომ ჰიდროელექტროსადგურის ერთი ეპიზოდი ნაზღაიძემ ხუთ დღეში განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო.

ტირიფონჰესმა“ წლების განმავლობაში რამდენიმე მესაკუთრე გამოიცვალა. „გაერთიანებული ქართული ბანკისგან“ ჰესი ბანკის სამართალმემკვიდრეს „ვითიბი“-ს გადაეცა, „ვითიბი“-მ „რუსმეტალს“ მიჰყიდა, „რუსმეტალმა“ ენერგეტიკული კორპორაციას. დოკუმენტებზე კი გიუნაშვილის ინფორმაციით, კორპორაციის იმდროინდელი დირექტორის და მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმოწერაა.

გიუნაშვილის ინფორმაციით, 2006 წელს სააპელაციო სასამართლოში მესაკუთრედ აღიარების გადაწყვეტილება ძალაში 2016 წელს შევიდა, თუმცა დამადასტურებელ საბუთს გიუნაშვილი ამ დრომდე ვერ იღებს. შედეგად დაწერილი საჩივარიც აპელაციაში ისევ მოსამართლე ნატალია ნაზღაიძესთან მოხვდა, რაც ამ დროისთვის მიმდინარე დავაა.

გიუნაშვილის ბრალდებებზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე ინფორმირებულია. სასამართლო ამ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა. გიუნაშვილი ნაზღაიძის გადაწყვეტილების მოლოდინში გაჩერებას არ აპირებს და საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს.

დღის ამბები