17 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ფოთის ნავსადგურში გაიმართა.

ალიანსის მუდმივ მოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში ნიდერლანდების, თურქეთის, ბულგარეთის და რუმინეთის საფლაგმანო ხომალდები შედის. აღნიშნული ხომალდები საქართველოს სანაპირო დაცვის ორ მცურავ საშუალებასთან - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირესთან“ ერთად ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. 

საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ნატოს ხომალდები 4 აპრილს დატოვებენ.

„ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო მომავლის გარანტი და იმ კურსის გაგრძელება, რასაც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვცდილობთ,“- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

დღის ამბები