17 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
"მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიებას საერთოდ არ აპირებს ხელისუფლება" - ოპოზიცია ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურება

საპარლამენტო ოპოზიცია ომბუდსმენის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, კვლავ საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. დოკუმენტში, რომელიც სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ხორავას ქუჩის მკვლელობა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეები მოხვდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ იმ ფონზე როდესაც გამოძიება თავს არიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას და ომბუდსმენსაც კი არ აძლევს კონკრეტულ საქმეებზე წვდომის შესაძლებლობას, აუცილებელია საპარლამენტო კომისიის შექმნა ჭეშმარიტების დასადგენად.

Related imageსარალიძესთან მიმართებაში შეიქმნა საგამოძიებო კომისია მაგრამ ვხედავთ, რომ ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო იმ თვალსაზრისით რომ შესაბამისი რეაგირება ხელისუფლებას საგამოძიებო კომისიის მიერ დადებულ დასკვნაზე არ მოუხდენია და ფაქტიურად იგნორირება გაუკეთა ამ დასკვნას. მაჩალიკაშვილის შემთხვევაში ჩვენ უკვე დაყენებული გვაქვს ინიციატივა რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ ეჭვი გვეპარება არის თუ არა პოლიტიკური ნება, რომ შეიქმნას მსგავსი საგამოძიებო კომისია. იმიტომ რომ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიებას საერთოდ არ აპირებს ხელისუფლება და ეს საქმე აქვს ფაქტიურად იგნორირებული,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა.

საგამოძიებო კომისიის მომხრეა „ევროპული საქართველოც“. გიგი წერეთლის განცხადებით, სახალხო დამცველის ანგარიშიდან ჩანს, რომ აღნიშნულ საქმეებზე პროკურატურა სათანადოდ არ რეაგირებს.

Image result for გიგი წერეთელი„ხორავას საქმესთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ყურადსაღებია ის რაც ითქვა, რომ არ არის საკმარისად მიქცეული ყურადღება. იქ არის ან სამსახურეობრივი გულგრილობა ან ბოროტად გამოყენება და სხვა. მაგრამ ამაზე რეაგირება, როგორც ჩანს პროკურატურის მხრიდან არ არის იმდაგვარი როგორიც უნდა იყოს. რაც შეეხება მაჩალიკაშვილის საკითხს, მანამ სანამ იქნება გამოუძიებელი, მანამ სანამ იქნება ბევრი კითხვა, მანამ სანამ იქნება აცილება ამ თემების მანამდე ყოველთვის დადგება საკითხი იმაზე, რომ მეტი გაკეთდეს საპარლამენტო ნაწილში და თუ დაისმება საგამოძიებო კომისიის საკითხი, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ,“-განაცხადა გიგი წერეთელმა.

ომბუდსმენის ანგარიში წერილობითი სახით დღეს გასაჯაროვდა. მაჩალიკაშვილის შემთხვევაში, ანგარიშში წერია, რომ დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რამდენად პროპორციული იყო ძალა რომელიც თემირლანის წინააღდეგ გამოიყენეს და რასაც ახალგაზრდა ემსხვერპლა. ომბუდსმენი მიუთითებს რომ რამდენიმე მიმართულებით სწავლობდა საქმეს, რის საფუძველზეც საქმის მასალებზე დაშვება ითხოვა. გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველს უარი უთხრა. ამასთან, დღემდე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები დაზარალებულად არ არიან ცნობილი.

რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქმეზე არ ჩატარებულა სრულყოფილი გამოძიება და დღემდე ვერ მოხერხდა იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომელიც ძიების საწყის ეტაპზე იქნა დაშვებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები