სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ერთი წლის წინ გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი გვამის ექსჰუმაციას ითხოვს. 51 წლის გიორგი ქებურია სამშენებლო კომპანია "გალაქს კონტაქშენში" მუშად მუშაობდა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ტრაგედია სამშენებლო უბანზე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო მოხდა, გიორგი ქებურია სიმაღლიდან გადმოვარდა, რასაც ამას მისი გარეგანი დაზიანებებიც ადასტურებს.
მათივე თქმით, გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. სისხლნაჟღენთები ჰქონდა სახეზე, თავსა და ტანზე. თუმცა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი ქებურიას გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება გახდა. დაზიანებები კი ხანდაზმულობით უფრო ძველია და არ ემთხვევა გარდაცვალების დროს.
მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის სამშენებლო კომპანია "გალაქს კონტაქშენი", სადაც გიორგი ქებურია მუშად მუშაობდა. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ გიორგი ქებურიას გარდაცვალება კავშირში არა არის სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევასთან, რადგან მამაკაცი მოულოდნელად მუშების თანდასწრებით გარდაიცვალა.
ობიექტზე ტრაგიკული შემთხვევის დროს 19 თანამშრომელი იმყოფებოდა. პოლიციას 3 მუშა ჰყავს დაკითხული. გამოძიება კი 115- ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უკვე წელიწადი და 4 თვეა მიმდინარეობს.