ტერმინი ლიბერალიზმი დღეს საპარლამენტო გარჩევის მთავარი საგანი იყო. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა განათლების შესახებ კანონიდან ამ ცნების ამოღება მოითხოვეს.
ტერმინის ამოღება თავდაპირველად გენადი მარგველაშვილმა და ნუკრი ქანთარიამ მოითხოვეს, "ქართული ოცნების" დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ ლიბერალიზმის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა ტერმინი ზოგადია და როდესაც საქმე მომავალი თაობის განათლებას ეხება, ასეთი აბსტრაქტული ჩანაწერი მოსწავლეებს კონკრეტულ სარგებელს ვერ მოუტანს.
დეპუტატების ნაწილს ეს არგუმენტი ღიმილს ჰგვრის, მაგრამ ფაქტია, რომ ლიბერალიზმთან ბრძოლაში ნუკრი ქანთარიამ დღეს ხმების უმრავლესობა მიიღო. ნუკრი ქანთარიას ინიციატივას განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე დღეს მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ ორი დეპუტატი წავიდა.
დეპუტატების მსგავსად საკითხზე კონკრეტული პოზიცია ჯერ არც განათლების სამინისტროს აქვს. უწყებაში ვერ ჩამოყალიბდნენ, ტერმინი "ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებები" კონკრეტულია თუ ზოგადი და აძლევს თუ არა კანონის წამკითხველებს ინტერპრეტირების საშუალებას.
საბოლოო გადაწყვეტილება განათლების სამინისტროს პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.