ჭავჭავაძის გამზირზე პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეები მსვლელობით დედაქალაქის მერის სახლისკენ მიემართებიან. მსვლელობა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ისინი კალაძის ტრაგედიის ადგილზე მისვლას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდა. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე გზის გადაკეტვაც სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
დაკავებულია აქციის 5 მონაწილე, მათ შორის "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრი დავით სუბელიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია საია-ს წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.
აქციის მონაწილეები კითხვებზე პასუხს, რომელიც აქციის მონაწილეების დაკავებას და ასევე მუშების გარდაცვალებას ეხება, დედაქალაქის მერისგან მის სახლთან მოითხოვენ.
ორი ადამიანი მშენებლობაზე, მიწის ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა. უსაფრთხოების ნორმები დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურს შემოწმებული ჰქონდა, თუმცა უწყებას ნორმების დარღვევა არ აღმოუჩენია.
შრომის ინსპექციის წინასწარი დასკვნით კი, კომპანია, რომელიც ვაკეში ახალ კლინიკას აშენებდა, კუსტარულ სამშენებლო ტექნიკას იყენებდა. სამშენებლო ობიექტზე იყო ღია დაუცველი ღობეები რაც ადამიანების სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნიდა.
ჭავჭავაძის გამზირზე სახალხო დამცველი და საიას თავმჯდომარე მივიდნენ.