სიგარეტის გაძვირება და გაზრდილი კონტრაბანდა საქართველოში - უაქციზო სიგარეტის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციამ ორი პირი დააკავა.
ორივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 4 710 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.
ფინანსისტები და ეკონომისტები, სიგარეტზე ფასის ზრდის პარალელურად კონტრაბანდის გაზრდაზე საუბრობენ.
სტატისტიკის მიხედვით, ირკვევა, რომ შარშანდელთან შედარებით უაქციზო სიგარეტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 3-ჯერ არის გაზრდილი.