ავტოსაგზაო შემთხვევას წყალწმინდაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა შემდეგ კი Prado-ს მარკის ჯიპს.
BMW-ს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. არიან დაშავებულებიც, რომლებიც სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.