17 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
„ოცნებაში ჩახოცილი 31 მეანაბრე“ - საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებულების აქცია პარლამენტთან 

„ოცნებაში ჩახოცილი 31 მეანაბრე“ - შ.პ.ს. საქართველოს დაზარალებული მეანაბრეები პარლამენტთან აქციას მართავენ.

ისინი დამნაშავეების დასჯას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს.

მათივე განცხადებით, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ამ დრომდე ასობით დაზარალებული ჰყავს.

აქციის მონაწილეები უკვე მესამე წელია, დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ.

მეანაბრეები აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მშობლები თავად არიან კომპანია საქართველოს დაზარალებულები

დღის ამბები