17 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
აქცია ტელეკომპანია „იმედთან“ – „მაუდის“ ქარხნის ყოფილი თანამშრომლები ირაკლი რუხაძისგან კუთვნილ კომპენსაციებს ითხოვენ 

ტელეკომპანია "იმედის" შესასვლელთან „მაუდის“ ფაბრიკის ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ მხარდაჭერა  „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა გამოუცხადა, რომელიც ასევე ტელეკომპანია „იმედთან“ იმყოფებოდა.  

აქციის მონაწილეები რამდენიმე წელია კუთვნილი თანხის დაბრუნებას ითხოვენ და ამ დრომდე რეალური შედეგი ვერ მიიღეს. ფაბრიკის თანამშრომლები „მაუდის“ ქარხნის  ყოფილ დირექტორს ტყუილში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ირაკლი რუხაძემ ფაბრიკა უკანონო გარიგების სანაცვლოდ გაყიდა და თანამშრომლებიც კომპენსაციების გარეშე დატოვა.

„ირაკლი რუხაძე, რომელიც ათი წელი მართავდა მაუდს მას არც დივიდენდების ფული გადაუხდია, არც დაზარალებული აქციონერებისთვის არაფერი არ გადაუხდია. დღეს იმიტომ არის ეს ხალხი „იმედთან“, რომ „ იმედი“-ს სანაცვლოდ გადაეცა მაუდი უპირობოდ და ეს ხალხი დატოვა აბსოლუტურად ცარიელი,“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დღის ამბები