„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას მიერ წარდგენილ ინიციტივას აპროტესტებს. შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას იმ პროექტის განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებს, რომლის მიხედვითაც ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარება დანაშაულად ჩაითვლება.
ნათელაშვილის შეფასებით, აღნიშნული პროექტი მოსახლეობისთვის ზიანის მომტანია და ადამიანები ამით სარგებელს ვერ მიიღებენ.
„მე მოვუწოდებ და ვთხოვ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, მდინარაძეებს, თალაკვაძეებს, ჩუგოშვილებს, ვოლსკებს და ვინც არიან იქ, ჩვენი ხალხის ხარჯზე გაქსუებულებს. სასწრაფოდ გააჩერეთ დანაშაულებრივი კანონპროექტის განხილვა. მიეცით ადამიანებს საშუალება შეინახონ საკუთარი თავი, ოჯახი, შეავსონ ქვეყნის ბიუჯეტი, რათა თქვენ ჯიპები იყიდოთ და კარგად იცხოვრონ, თუნდაც ამისათვის,“- განაცხადა ნათელაშვილმა.