17 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
ენმ-ის წევრის, შოთა დალაქიშვილის ცემის ფაქტზე დაწყებული სასამართლო პროცესი 17 აპრილს გაგრძელდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, შოთა დალაქიშვილის ცემის  ფაქტზე დაწყებული სასამართლო პროცესი 17 აპრილს გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე კი დაზარალებულის მომხრე 2 მოწმე დაიკითხა.

ერთ-ერთი მათგანი ინციდენტის უშუალო თვითმხილველი, მეორე კი "ნაციონალური მოძრაობის" კასპის რაიონული ორგანიზაციის ლიდერია, რომელსაც დალაქიშვილმა ცემის ფაქტის შესახებ უშუალოდ აცნობა.

მოწმეების თქმით, დალაქიშვილს ველისციხის ინციდენტის დროს თავდამსხმელები ხელკეტებითა და ბოთლებით უსწორდებოდნენ, რის შედეგადაც, მას თავის არეში მიღებული დაზიანებების გამო, ოპერაცია გურჯაანის კლინიკაში ჩაუტარდა.

ბრალდებულების ადვოკატის განმარტებით კი, გამოკითხულმა მხარეებმა გამოძიებასა და სასამართლოს სხვადასხვა მოცულობის ჩვენებები მისცეს.

მისივე თქმით, საპროცესო გარიგებაზე უარს აცხადებენ როგორც დაზარალებული, ასევე მისი პარტიის ლიდერები.

დალაქიშვილის ცემისთვის სამი პირია დაკავებული.

დღის ამბები