17 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლო ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულების საქმეზე განაჩენს ორშაბათს გამოაცხადებს

ბათუმის საქალაქო სასამართლო ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულების საქმეზე განაჩენს ორშაბათს გამოაცხადებს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაცვის მხარის საბოლოო სიტყვები მოისმინა. კომენტარები გააკეთეს ბრალდებულებმაც. მათ სასამართლო დარბაზში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფნა გააპროტესტეს და სხდომა დატოვეს, თუმცა რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდნენ და საბოლოო კომენტარები გააკეთეს.

ბრალდებულების ადვოკატები მათ უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან და ისინი ორშაბათს გამაართლებელ განაჩენს ელოდებიან.

„ბრალდების მხარის მხარის მიზეზით მთელ რიგ აბსოლუტურად ყველა ეპიზოდს გამოეცალა საფუძველი,“- განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის უფლებადამცველმა პაატა შავაძემ.

დღის ამბები