17 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ათათურქის აეროპორტი დაიხურა - ბოლო რეისი Turkish Airlines-მა სინგაპურის მიმართულებით 02:00 საათზე შეასრულა

სტამბოლის ათათურქის აეროპორტი დაიხურა. ბოლო რეისი ავიაკომპანია Turkish Airlines-მა სინგაპურის მიმართულებით წუხელ, 02:00 საათზე, შეასრულა.

ფრენები 6 აპრილის 14:00 საათიდან, ათათურქის ნაცვლად, სტამბოლის ახალი აეროპორტიდან განხორციელდება.

სტამბოლოს აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით,  ახალ აეროპორტში გადასვლის პროცესი 6 აპრილს, 23:59 საათზე, დასრულდება.

სტამბოლის აეროპორტის გახსნის ცერემონია 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიმართა. ახალი აეროპორტის მშენებლობის ყველა ეტაპი 2023 წელს დასრულდება, რის შემდეგაც ის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი აეროპორტი გახდება, რომელიც ყოველწლიურად 200 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

დღის ამბები