საქართველოს საელჩომ შეერთებულ შტატებში დიასპორული ორგანიზაცია ქართული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საღამოს უმასპინძლა.
მოწვეულ სტუმრებს ქართული სამზარეულო, ქორეოგრაფია და ფერწერა გააცნეს.
საელჩოში გამოფენილი იყო შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი მხატვრების ნამუშევრები.