17 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია ბარსელონაში - საქართველოს დაკავებული 30 მოქალაქიდან სასამართლომ მხოლოდ ორი გაათავისუფლა 

ბარსელონაში სპეცოპერაციის შემდეგ, საქართველოს დაკავებული 30 მოქალაქიდან სასამართლომ მხოლოდ ორი გაათავისუფლა.

კურიერის ინფორმაციით, დანარჩენი დაკავებულებიდან ისინი, ვისაც ესპანელი სამართალდამცველები კრიმინალური დაჯგუფების წევრობას ედავებიან, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. ისინი კი, ვინც ესპანეთში არალეგალურად იმყოფებიან, საემიგრაციოში გადაიყვანეს. თუმცა, ოფიციალური განმარტება, რა ბედი ელით დაკავებულ ქართველებს, ესპანეთის ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა. 

უცნობია იმ 20-მდე ოჯახის ბედიც, რომელიც იმ მიტოვებულ სკოლის შენობაში იმყოფებოდა, სადაც მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა.

საქართველოს მოქალაქეები ემიგრაციის სახლის დამფუძნებელს შეხვდნენ.

მათ აინტერესებთ, რა ბედი ელით მომავალში. ქართველები შიშობენ, რომ არ არის გამორიცხული, კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდეს სკოლაში.

„ძალიან დიდი პრობლემაა, შეწუხებულები ვართ ყველა, ვინც ამ ხალხის გარშემო ვტრიალბთ. თვითონ ისინი ხომ თავისთავად. შევხვდით, დღეს მოვაწყვეთ ეს შეხვედრა იმიტომ, რომ რაღაც გადავწყვიტოთ, თუ რა ვუშველოთ ამ ხალხს და თვითონაც როგორ უშველონ თავს. რაღაცნაირად გამოსავალი თითქოს არ ჩანს, მაგრამ ერთი პირველი გამოსავალი არის ის, რომ იქიდან უნდა წამოვიდნენ,“ - აცხადებს ბარსელონაში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი.

დღის ამბები