17 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ეგვიპტელმა არქეოლოგებმა დღემდე უცნობი უძველესი სამარხები აღმოაჩინეს

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა დღემდე უცნობი უძველესი სამარხები აღმოაჩინეს.

ქაიროს სამხრეთ ნაწილში მკვლევარებმა 7 სამარხი ოპოვეს, რომელიც პტოლემეების დინასტიის მმართველობის ხანას მიეკუთვნება.

სამარხებში 50-ზე მეტი ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მუმიები ნახეს. ასევე, მუმუფიცირებული ცხოველები და მფრინველები. სამარხებში უძველესი ძვირფასეულობა, ჭურჭელი და რიტუალური ნახატებია. მათ შესწავლას სპეციალისტები უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი აკლდამა ფარაონ ტუტუს ოჯახს ეკუთვნის.

სამარხის შესასვლელთან ქალისა და ბავშვის გამოსახულებებია ნაპოვნი.

აღმოჩენის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები კიდევ გაგრძელდება და მოგვიანებით ტურისტულ ღირშესანიშნაობად გადაკეთდება.

დღის ამბები