საქართველოში პირველად განათლების ფრანკოფონური გამოფენა სახელწოდებით "აირჩიე საფრანგეთი" მოეწყო.
გამოფენის მიზანია ქართულ და ფრანგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით.
გამოფენაზე 15-მდე ფრანგული სასწავლებელი იღებს მონაწილეობას, რომლის წარმომადგენლები ქართველ სტუდენტებს პირადად გააცნობენ სწავლის შესაძლებლობებისა და დაფინანსების შესახებ.