სიღნაღის მუზეუმი საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის, ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს.
„გზა თავისუფლებისკენ“ - ასე ჰქვია ექსპოზიციას, სადაც მხატვრის 61 ტილოა წარმოდგენილი.
ნამუშევრების ძირითადი ნაწილი კახეთს ეხება.
ღონისძიებას ფრანგული მხარე და ქალაქის მერი დაესწრო.