17 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
70 წლის თამაზ იმედაშვილი საკუთარი ხელით საფლავს ითხრის

70 წლის თამაზ იმედაშვილი საკუთარი ხელით საფლავს ითხრის. მან საკუთარი თავის ცოცხლად დამარხვა გადაწყვიტა და საფლავს გათხრა მისი გარდაცვლილი შვილის და მშობლების გვერდით გადაწყვიტა.

თხრა რამდენიმე დღეა, დაიწყო, თვის ბოლოს კი დაასრულებს გეგმავს.

წლებია, თამაზ იმედაშვილი მისი სახლის ძარცვის გამოძიებას ითხოვს. ამტკიცებს, რომ საგვარეულო ავეჯი და ანტიკვარები მეზობლებმა მოჰპარეს.

მოხუცი ამბობს, რომ იცის, რომელ მეზობელს მისი რომელი ნივთი აქვს. იმედაშვილის თქმით, ჩვენებაც არაერთხელ მისცა, თუმცა, დღემდე არც საქმე გამოიძიეს და არც ნივთები დაუბრუნეს.

მეზობლები ადასტურებენ, რომ ავეჯი, რომელიც სახლში უდგათ, თამაზ იმედაშვილის საკუთრებაა, თუმცა ამტკიცებენ, რომ არ მოუპარავთ, უბრალოდ, მოხუცის ქონებას იცავენ.

თამაზ იმედაშვილი რაიონულ პროკურატურაში ყოველდღე დადიოდა, თუმცა, უშედეგოდ. თამაზ იმედაშვილი ამბობს, რომ პროკურორმა სანდრო გიორგაშვილმა ადგილობრივებისგან, სიჩუმის ნაცვლად, ფული აიღო და მათ გაურიგდა.

იმედაშვილს არ სჯერა, რომ მისი საქმეები გაიხსნება და არ აქვს იმედი, რომ ვინმე მის ზარალს ოდესმე აანაზღაურებს.

70 წლის მუხუცმა მთელი ფული ძიებას უკვე დაახარჯა, გაყიდა ვენახები, ერთი გაუსხვისეს. ამიტომ ის ძალიან გაბრაზებულია და თავის ცოცხლად დამარხვას აპირებს. 

დღის ამბები