17 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
„ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარე ბათუმში ნაპოვნი ნეშტების გადასვენებაში მუსლიმი სასულიერო პირების ჩართვას ითხოვს

1937-38 წლებში რეპრესირებულთა სამარხებში ნაპოვნი ნეშტების უმეტესობა მუსლიმ ადამიანებს ეკუთვნოდა, რის გამოც მათ გადასვენებაში მუსლიმი სასულიერო პირების ჩართვას ითხოვს „ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარე. ტარიელ ნაკაიძის თქმით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია საპატრიარქოსთვის გადაცემულ ტერიტორიაზე მათი გადასვენება. რეპრესირებულთა სამარხი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 338 ნომერში აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხ სამარხში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული. ნეშტებს დაკრძალვის ცერემონია 21 აპრილს ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იგეგმება.

ამავე თემაზე
დღის ამბები