კომპანია „ყაზტრანსგაზში“ დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ადგილობრივების მიერ გაკეთებულ განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებენ. ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ აფეთქებამდე ერთი საათით ადრე კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა და მათ შესაბამის სამსახურში დარეკეს, თუმცა ადგილზე არავინ მივიდა. კომპანიის წამომადგენელი კი აცხადებს, რომ "ყაზტრანსგაზის" ბრიგადა ადგილობრივების ზარის შემდეგ 10 წუთში მივიდა, თუმცა ბინაში აფეთქება უკვე მომხდარი იყო.
„ზარი ნამდვილად იყო კომპანიაში შემოსული, რაზეც ჯგუფმა მოახდინა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა მყისიერი რეაგირება. დაახლოებით 10 წუთიან ინტერვალში ზარის მიღებიდან ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა ბინა უკვე აფეთქებული დაგვხვდა. რაც შეეხება აფეთქების მიზეზებს, ამ წუთში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს ბინის დეტალური დათვალიერება და შესწავლა. სავარაუდოდ აფეთქება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა დანადგარმა, რომელსაც მოიხმარდა აღნიშნული მობინადრე. ჩვენი ინფორმაციით ბინა გაქირავებული იყო, რომლის დაცლაც გუშინ მოხდა და სავარაუდოდ ახალი მდგმურის შესვლით არის გამოწვეული ახალი ინფორმაცია,“-განაცხადა ყაზტრანსგაზის წარმომადგენელმა ლევან ჭუბებრიამ.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება დიღმის მასივში დღის პირველ ნახევარში მოხდა. ბინა რომელშიც აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო. ის მდგმურებმა წინა დღეს დაცალეს. დღეს კი ახალ მობინადრეებს ბინაში ნივთები გადმოჰქონდათ, რა დროსაც აფეთქება მოხდა. მათგან ერთი 21 წლის ახალაგზარდა მძიმედ დაშავდა. ბოლო ინფორმაციით დაშავებულია 8 ადამიანი მათგან ერთი 7 თვის ბავშვია. დაზარალებულები სხვადასხვა კლინიკებში არიან მოთავსებული.