ბავშვზე ძალადობაში დადანაშაულებულ საბავშვო ბაღის აღმზრდელს სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ინციდენტი სამეგრელოში, სოფელ ზედა ეწერში მოხდა.
ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მტკიცებით, ის ოთახში სწორედ იმ დროს შევიდა, როცა პედაგოგი, ინგა ვეკუა მისი 5 წლის კუთხეში მყოფ შვილს აჯანჯღარებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. რის შემდეგაც, მოხდა შელაპარაკება მშობელსა და აღმზრდელს შორის და თათია გამსახურდიამ პოლიცია გამოიძახა.
ბავშვების მიმართ უდიერ მოპყრობას უარყოფს საბავშვო ბაღის პედაგოგი, ინგა ვეკუა. მისი მტკიცებით, მისი აღსაზრდელი საკმაოდ უხეში ბავშვია და ის თანატოლებზე ხშირად ძალადობს, რის გამოც მან მშობელს ბაღში მისვლა თხოვა და ამტკიცებს, რომ თათია გამსახურდიას მხრიდან პოლიციაში ჩივილის მიზეზი, სიტყვიერი შელაპარაკების გამო შურისძიებაა.