თბილისის მერი დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. კახა კალაძე კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელების პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო მოსახლეობასთან.
„პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, მაგრამ ვფიქრობ უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო იმასთან დაკავშირებით, რომ გაზგამათბობელები, რომლებიც კუსტარულად არის დაყენებული, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო. უფრო მეტი ახსნა -განმარტებაა საჭირო მოსახლეობისთვის,“-განაცხადა კახა კალაძემ.
აფეთქება დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დღის პირველ ნახევარში მოხდა. წინასწარი ინფორმაცით აფეთქება კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია. დაშავებულია 8 ადამიანი.