17 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ცოცხლად დამარხულები - ჭავჭავაძეზე დაღუპული მუშების ახლობლები კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დარღვევებზე საუბრობენ

ცოცხლად დამარხული მუშები - ჭავჭავაძის 5 ნომერში მომხდარი შემთხვევის დროს დაღუპულთაგან ერთ-ერთი დღეს დაკრძალეს. მომხდარს გარდაცვლილის ძმა შეესწრო. მან საკუთარი თვალით ნახა როგორ მოჰყვა მისი ძმა, 41 წლის მამაკაცთან ერთად  8 მეტრის სიღრმეში მიწის ქვეშ.

ის საქმე, რაზეც გარდაცვლილები მუშაობდნენ, ქართული კანონმდებლობით მაღალი რისკის შრომად მიიჩნევა, ამიტომ მიწის ქვეშ გამაგრებითი სამუშაოების დროს, ტერიტორიაზე სხვა საქმიანობა უნდა გაჩერებულიყო, თუმცა როგორც ტრაგიკულად გარდაცვლილი დავითის ძმები ყვებიან, ჭავჭავაძის 5-ში არაფერი შეჩერებულა. სწრაფად, უსაფრთხოების ნორმების დაუცველად ამუშავებდნენ მიწის ქვეშ და მიწის ზემოთ. გარდა ამისა, დაღუპულის ძმა ამბობს რომ საძირკველი ერთდროულად ყველა  მხრიდან გაითხარა, რაც მიწის ჩამოწოლის მიზეზი გახდა. ის ასევე იხსენებს, რომ ფულის დაზოგვის მიზნით კომპანია მათ საკმარისი მასალით არ ამარაგებდა და ადგილიდან არც გამოღებული მიწა გაუტანიათ.

გარდაცვლილი ახლობლები ამბობენ, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი დაუდევრობა, შრომის უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა და ადამიანების სიცოცხლის ფასად ფულის დაზოგვა გახდა.

რა მოხდა 5 მარტს ჭავჭავაძის 5 ნომერში ამას პროკურატურა სწავლობს. ინტერვიუზე P.S.-ს მხოლოდ მშენებლობის მთავარი მწარმოებელი „ტრანსმშენის“ ქვეკონტრაქტორი „ხიმჯსერვის 2“- ის იურისტი დათანხმდა. კითხვაზე განსაკუთრებულად მაღალი რისკის სამუშაოს შესრულების დროს, ვინმემ თუ იფიქრა, რომ რვა მეტრის სიღრმეში ყველა კუთხეში მოჭრილი მიწა შესაძლოა ჩამოშლილიყო და რატომ არ გათვალეს ეს რისკები, ის ამბობს, რომ „ხიმჯსერვის 2“-მა „ტრანსმშენს“ არაერთხელ შესთავაზა მიწის გატანა, თუმცა იმის გამო რომ დამკვეთისთვის ეს დამატებითი ხარჯი იყო, მან თავი შეიკავა. 

დღის ამბები