ლიეტუვამ, 1991 წლის 13 იანვარს, ვილინიუსში სასაკლაოს მოწყობისთვის საბჭოთა კავშირს 67 განაჩენი გამოუტანა. ბევრი წლის გასვლის შემდეგ, გაასამართლა დამნაშავეები და ზოგს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა, ზოგი კი პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან დააპატიმრეს.
საბჭოთა კავშირის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მარშალ იაზოვს სასამართლომ დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ვილნიუსში, 13 იანვარს 14 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც დამოუკიდებლობას იცავდნენ. ვილნიუსში დატრიალებულ ტრაგედიამდე მსგავსი ძალადობა თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს განხორციელდა.
ამ ორ ისტორიულ დღეს ბევრი მსგავსება აქვს, თუმცა ერთი რამ განასხვავებს - ლიეტუვამ არ დაივიწყა და არ აპატია რუსეთს მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და 1991 წლის სისხლის კალოს გამოძიება მაშინვე დაიწყო. ცალკე ლიეტუვას პროკურატურამ, ცალკე საბჭოთა კავშირისამ. ლიეტუველები არ გაჩერებულან და დედაქალაქის ცენტრში მომხდარი ჟლეტის საქმე სასამართლომდე მაინც მიიყვანეს.
ლიეტუვის 28-წლიანი გამოძიება 67 ბრალდებულის გასამართლებით დასრულდა. ასობით ტომში თავი მოიყარა 1000-ზე მეტი მოწმისა და 500-ზე მეტი დაზარალებულის ჩვენებამ.
თბილისში განხორციელებულ 9 აპრილის მოვლენებს კი არც ერთი ბრალდებული არ ჰყავს.